რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტს, ტაკერ კარლსონს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ვრცელი და მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია. პუტინმა მოლაპარაკებების შესაძლებლობებზეც ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებზე უარი რუსეთს არ უთქვამს. პუტინს არც დასავლეთის კრიტიკა დავიწყებია. რა მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერა ვლადიმერ პუტინმა და რა პოზიცია აქვს კრემლის მთავარ პოლიტიკურ პერსონას სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, უფრო ვრცლად ნატალია თვაურის სიუჟეტიდან გაიგებთ.