ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი რობინ დანიგანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა? - Palitra News

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი რობინ დანიგანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

2024-02-09 19:36:03+04:00

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებასა და ურთიერთობაზე, მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მნიშვნელობას.