კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე ახალი პრემიერის პოზიცია ცნობილია. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება და არსებობს სრული ინტერესი, კორუფციის არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩეს. პარალელურად დღეს არასამთავრებო ორგანიაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობამ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო ათ წელიწადში სახელმწიფო შემსყიდველებისგან ჯამურად ორ მილიარდ 150-თ მილიონ ლარამდე მსხვილი კონტრაქტები მიიღეს. ე.წ.ი ელიტური კორუფციის პრობლემაზე საუბრობს ოპოზიცია და მიიჩნევს, რომ კორუფციის შესახებ პრემიერის რიტორიკა ყალბია. უმრავლესობაში საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში ყველა მიმართულებით პროგრესი შეიმჩნევა.