ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაჭრილი 26 წლის მამაკაცი კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით აქვს მიყენებული.ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად გარდაცვლილია 4 და დაჭრილია ერთი ადამიანი. შსს-ს ცნობით, 1988 წელს დაბადებულმა პირმა რამდენიმე გასროლა განახორციელა .