შვეიცარიაში ირანელმა თავშესაფრის მაძიებელმა პირმა ერთ-ერთ მატარებელში 15 მძევალი აიყვანა - Palitra News

შვეიცარიაში ირანელმა თავშესაფრის მაძიებელმა პირმა ერთ-ერთ მატარებელში 15 მძევალი აიყვანა

2024-02-09 15:33:09+04:00

შვეიცარიაში ირანელმა თავშესაფრის მაძიებელმა პირმა ერთ-ერთ მატარებელში 15 მძევალი აიყვანა. შემთხვევა შვეიცარიის დასავლეთ ნაწილში რკინიგზის სადგურზე მოხდა. მედიის ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელს მძევლები 4 საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ მძევლების გაათავისუფლება და თავდამსხმელის ლიკვიდირება შეძლო. აღნიშნულ ოპერაციაში 60-ზე მეტი პოლიციელი და 30-მდე მაშველი იყო ჩართული. მედიის ცნობით, ირანელი მამაკაცი სპარსულად და ინგლისურად საუბრობდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.