აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, მათმა სამხედროებმა იემენში, „ჰუსიტების“ სამიზნეებზე მორიგი იერიში მიიტანეს. თავდასხმის სამიზნე 4-ი უპილოტო ხომალდი და შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა იყო. სარდლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ობიექტები რეგიონში აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდებისა და სავაჭრო გემებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. პენტაგონის ცნობით, 11-ი იანვრიდან „ჰუსიტების“ 100-ზე მეტი რაკეტა და გამშვები დანადგარია განადგურებული. „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში მცურავ გემებზე შეტევებს იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი ღაზაში ომს არ დაამთავრებს.