ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მხარეებმა უკრაინის ყოფილი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გადაყენების საკითხი განიხილეს. ამასთან, ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში ის შესაძლო ცვლილებებიც დაასახელა, რომლებსაც შეიარაღებულ ძალებში ელის. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი განახლებულ გუნდს უახლოეს დღეებში წარადგენს. მანვე როტაციის საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლოჯისტიკის პრობლემების გადაიჭრა და ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის ფლობაა საჭირო.