თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ რობერტ ბრიგერს შეხვდა. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოს საკითხები მიმოიხილეს. ოთხვარსკვლავიან გენერალთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში და ასევე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის დელეგაციის წევრებიც დაესწრნენ.