დაარიგეთ პროექტის ის ვერსია, რასაც ახლა ტრინუბიდან გვიკითხავთ - 21-ე საუკუნეში კანონშემოქმედებითი პროცესი ზეპირსიტვიერი არ არის! - ეს განცხადება უმრავლესობის მისამართით “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილბების პროექტის მეორე მომსნეით განხილვა მიმდინარეობს.
ნაცვლიშვილის ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივის განსახილველი ვერსია ოპოზიციისთვის ხელმისაწვდომი არ არის - მისი არც წერილობითი ვარიანტი აქვთ და არც ელექტრონულ სისტემაშია ატვირთული.
„სისტემაში, რასაც ახლა ჩვენ მინიმუმ ოპოზიციის ფლანგზე ვხედვათ, კანონპროექტის ის ვერსია, რასაც თქვენ ტრიბუნიდან გვიკითხავთ, არ ჩანს.
სულ რომ შენიშვნები და თითის ქნევით ხართ დაკავებული, რატომ არის პრობლემა, რომ რასაც კითხულობთ ის ტექსტი სისტემაში ჩანდეს? ევროკავშირის ან არაევროკავშირის ერთი პარლამენტი მომიტანეთ, სადაც რაიმეზე - მით უმეტეს საარჩევნო კოდექსზე ამ სტანდარტით მიმდინარეობს მსჯელობა.
წერილობითი ვერსია, რასაც ახლა განიხილავთ, აპარატთან მოვიკითხეთ და ვერ მივიღეთ. ეს კანონშემოქმედებითი საქმიანობის რა სტანდარტია? - რასაც წერთ, რომ გამოაქვეყნოთ გეშიანიათ თუ თავს ვერ აბამთ?!“ - მიმართა ნაცვლიშვილმა დეპუტატ გივი მიქანაძეს, რომელმაც კანონპროექტი მეორე მოსმენით წარადგინა.
იგივე დაადასტურა კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
“სისტემაში ელექტრონული ვერსია ატვირთული არ არის - არც ვიცით, რას ვიხილავთ“, - აღნიშნა მან.
საარჩევნო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება, პარლამენტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს.