“ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა კორუფციის რუკა, რომელზეც დატანილია მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომელთაც ბოლო 10 წელიწადში სახელმწიფო შემსყიდველებისგან ჯამურად 2 მილიარდ 150 მილიონ ლარამდე ღირებულების მსხვილი კონტრაქტები მიიღეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კორუფციული ფაქტების სიმრავლეზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ამ შემთხვევებზე შესაბამისი სტრუქტურები არ რეაგირებენ. დოკუმენტში თავმოყრილია საეჭვო ტენდერები და ასევე გამარტივებული შესყიდვები.