საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტების ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის შესახებ არაერთი სპორტული გამოცემა და სპორტსმენი საუბრობს დიდი ხანია საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის კონტაქტის პირობები, რომელიც კვარაცხელიას აქვს მისი თამაშისთვის და შედეგებისთვის შეუსაბამოა. ამ საკითხის ირგვლივ „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტის ხშირად ეკითხებიან და მისგან ქმედით ნაბიჯებსაც ითხოვენ. სეზონის არასტაბილურად დაწყების შემდეგ, რაც მთელი გუნდის თამაშში გამოიხატა უამრავი კითხვა გაჩნდა, იმსახურებდა თუ არა ხვიჩა განახლებულ კონტრაქტს და აპირებდა თუ არა ფეხბურთელი კლუბის დატოვებას. ამ და უამრავ სხვა თემაზე, ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისი კლუბის ბაზაზე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.