გაცვლის შედეგად უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 100 მოქალაქე დააბრუნა - Palitra News

გაცვლის შედეგად უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 100 მოქალაქე დააბრუნა

2024-02-09 09:24:29+04:00

გაცვლის შედეგად უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 100 მოქალაქე დააბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ტყვეების 51 გაცვლაა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გაცვლის პროცესში მონაწილეობდა.