ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინამ მიიღო დასავლეთის ქვეყნების მითითებები, რომ რუსეთს საბოლოო გამარჯვებამდე ებრძოლოს. ამერიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუში, კითხვაზე, რატომ არ შემდგარა აქამდე სამშვიდობო მოლაპარაკებები კონფლიქტის მოსაგვარებლად, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები 2022 წელს თითქმის დასრულდა, თუმცა კიევიდან ჯარების გაყვანის შემდეგ უკრაინულმა მხარემ ყველა შეთანხმება უარყო. პუტინი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმების მიღწევა ახლაც შესაძლებელია.