პარლამენტი საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება. აღნიშნული პაკეტი ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. აღნიშნული რეფორმა მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში უკვე აისახა, რასაც ოპოზიცონერი დეპუტატები კრიტიკით შეხვდნენ. მათი შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნას ეწინააღმდეგება. ოპოზიციის კრიტიკას „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცესკო საზოგადოებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მაღალი ნდობით სარგებლობს.