სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. კონსულტაციების დაწყების მიზეზი პრეზიდენტის ის ინიციატივა გახდა, რომელიც საერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნას ეხება. პრეზიდენტის ინიციატივას ოპოზიციის ერთი ნაწილი დადებითად აფასებს - ზოგიერთი ოპოზიცინერი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის ერთობა ევროპასთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვანი და დროულია. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ პრეზიდენტთან შეხვედრებმა შედეგი ვერ გამოიღო. მმართველი გუნდში ინიციატივას არასერიოზულად მიიჩნევენ და ფიქრობენ რომ, პრეზიდენტისა და ოპოზიციის თანამშრომლობა წარუმატებლად დასრულდება.