საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მან კობახიძის დანიშვნის განკარგულებას ხელი იმისთვის მოაწერა, რომ სტიქიასთან საბრძოლველად დაბრკოლება არ შექიმნას და შესაბამისი აქტები დროულად გამოიცეს, ასევე სწრაფი რეაგირება მოხდეს. გუშინ, 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.