ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის, „კოპერნიკის“ ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში გლობალური საშუალო ტემპერატურა 1.6 გრადუსი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტაზე გასული 12 თვის განმავლობაში ჰაერის საშუალო ტემპერატურამ აქამდე ნავარაუდევ რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა. სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარი გასულ წლებთან შედარებით ყველაზე თბილი იყო. როგორც ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის იანვარში დედამიწის ზედაპირის ჰაერის საშუალო ტემპერატურა 13.1 გრადუსი იყო, რაც 0.7 გრადუსით აღემატება 1991-ტ 2020 წლებში იანვარში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ გლობალური საშუალო ტემპერატურა ბოლო 12 თვის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულზეა და 0.64 გრადუსით მეტია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.