ოლაფ შოლცი - შეცდომა არ დაუშვათ და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინას დაეხმაროთ - Palitra News

ოლაფ შოლცი - შეცდომა არ დაუშვათ და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინას დაეხმაროთ

2024-02-08 19:34:57+04:00

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, შეცდომა არ დაუშვან და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ უკრაინას დაეხმარონ და რუსეთის გამარჯვება არ დაუშვან. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, ჯერჯერობით, ომის ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია, ამიტომაც დასავლეთმა უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.