რუსეთში მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი შეძლებს. პრეზიდენტის პოსტისტვის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი, პარტია „ახალი ხალხის“ კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი და „კომუნისტური პარტიის“ წევრი ნიკოლაი ხარიტონოვი იბრძოლებენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი სამ კანდიდატს, ბლოგერ რადა რუსკიხს, „რუსეთის კომუნისტების“ კანდიდატს, სერგეი მალინკოვიჩს და „სამოქალაქო ინიციატივის“ კანდიდატს ბორის ნადეჟდინს განუცხადა:. უარის მიზეზი, ცესკო-ს მტკიცებით, ის იყო, რომ კანდიდატებმა რეგისტრაციისთვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ წარადგინეს. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა 2024 წლის 15-ტ 17 მარტს გაიმართება.