დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის "პრესსამსახური" ავრცელებს. ბჟანია მოსკოვში "სამუშაო ვიზიტით" იმყოფება. "ასლან ბჟანიამ და სერგეი ლავროვმა განიხილეს აფხაზურ-რუსული ურთიერთობების განვითარება," - წერს "პრესსამსახური". დე ფაქტო პრეზიდენტმა ლავროვს მომავალი დიპლომატების დღე მიულოცა და წარმატებული მუშაობა უსურვა.