რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ ჩაატარებს - Palitra News

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ ჩაატარებს

2024-02-08 19:34:56+04:00

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად „ანტიტერორისტულ წვრთნებს“ ჩაატარებს, რომელიც ათ თებერვალს რიწის ტბაზე გაიმართება. ინფორმაციას რუსული მედია აფხაზეთის ე.წ.ლ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელზე, რობერტ კიუტზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, წვრთნების დროს, რომელიც ერთ დღეს გაგრძელდება, იგეგმება ტერორისტული ჯგუფის შეჭრის შემთხვევაში მოქმედებების პრაქტიკა.