სურამში, სტიქიის ზონიდან ევაკუირებული ოჯახები საცხოვრებელ სახლებს მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ვერ დაუბრუნდებიან, - შესაბამისი რეკომენდაცია გეოლოგებმა გასცეს, რომლებმაც ადგილზე პირველადი სამუშაოები დაასრულეს. სურამში მეწყრული პროცესები 1 დღის წინ განვითარდა. მეწყერი ჩამოწვა ქვიშხეთშიც. უკანასკნელი მონაცემებით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 40-ზე მეტი ოჯახი. რაც შეეხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს, სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა 1 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 9 ადამიანი კი სტიქიური უბედურების შედეგად დაიღუპა, მათ შორის არიან არასრულწლოვანები. 9-ვე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია.