პარლამენტი საარჩევნო ცვლილებათა პაკეტის განხილვას უბრუნდება, რომელიც ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებას ითვალისწინებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსსა” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში აისახა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ჯერ ბიუროს სხდომაზე ოპოზიციამ გააპროტესტა, შემდეგ კი საკითხს “ლელოს“ წევრი, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლება კანონმდებლობას ცესკოს არალეგიტიმური თავმჯდომარისა და წევრებისთვის ცვლის. ამ თემაზე უფრო ვრცლად ხატია სამხარაძე ისაუბრებს.