საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება - თითქმის 8 საათია საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძისა და მისი სამთავრობო გუნდის მოსმენა მიმდინარეობს. საკუთარ გამოსვლაში კობახიძემ ქვეყანაში უკვე არსებული დადებითი ტენდენციებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი მხრიდან ყურადღება გამახვილდა იმ რამდენიმე მთავარ აქცენტზეც, რომელიც ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა ჰქონდეს. სასესიო დარბაზში სხდომას ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით ესწრება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი გეგმა სუსტია და ის საზოგადოებას კონკრეტული პრობლემებისან გამოსავალს ვერ სთავაზობს. მერაბ პაპაშვილი შემოგვიერთდება საკანონმდებლო ორგანოდან.