„მე ვიტყოდი ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა“ - ეს არის ირაკლი კობახიძის სიტყვები გიორგი გახარიაზე , - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წვერმა ანა ბუჩუკურმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს.
ბუჩუკურმა კობახიძეს მის მიერ გიორგი გახარიას მისამართით გაკეთებული განცხადებები შეახსენა.
„20 ივნისთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის სიტყვები სრულად იმეორებდა „ნაცმოძრაობის“ სიტყვებს, თან ეს მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა შავით თეთრზე, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტზე ორგანიზებულ შეტევას, ანუ შტურმს.
ირაკლი კობახიძის სიტყვებს გავახსენებ ბატონ ირაკლი კობახიძეს, ეს სიტყვები თქვენ 2020 წლის 26 მაისს თქვით: „ამ ბრძოლაში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს (გახარიაზეა საუბარი), რომელიც საზოგადოების წინაშე წარსდგა, მე ვიტყოდი ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა“ , - ეს არის ირაკლი კობახიძის სიტყვები გიორგი გახარიაზე“, - განაცხადა ბუჩუკურმა, რის შემდეგაც მან, მობილურ ტელეფონში ირაკლი კობახიძის განცხადება ჩართო, სადაც ის ამბობს: „ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“.