ესპანელმა ფერმერებმა ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე კასტელონის პორტის მთავარი შესასვლელი ტრაქტორებით გადაკეტეს და საბურავები დაწვეს. ამასთან, ფერმერებმა მოძრაობა ქვეყნის 15-ტ მთავარ მაგისტრალზე შეაფერხეს, მათ შორის ბარსელონაშიც. მათ მოთხოვნებს შორისაა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვა, რადგან ამ ქვეყნებს ევროპული რეგულაციებისა და სტანდარტების დაცვა არ უწევთ. ამასთან, ესპანეთის სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები საწვავის ღირებულების შემცირებას და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემსუბუქებას ითხოვენ. საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც ფერმერებს ავალდებულებს, რომ კუთვნილი მიწის ოთხი პროცენტი დაუმუშავებელი დატოვონ, რათა ბიომრავალფეროვნება შენარჩუნდეს. ესპანეთის გარდა, ფერემერების აქციები ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც იმართება.