სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა - Palitra News

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

2024-02-08 15:46:36+04:00

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, დილის 5 საათა და 30 წუთზე სილინგარფელის ჩრდილო-აღმოსავლეთით ინტენსიური მიწისძვრა დაიწყო. დაახლოებით, 30 წუთში კი, ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი წელს უკვე მეორედ, ხოლო რეიკიანესის ნახევარკუნძულზე 2021 წლის შემდეგ მეექვსედ ამოიფრქვა.