ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა - Palitra News

ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

2024-02-08 15:45:59+04:00

ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმა და ალიევმა სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების მიმართ ინტერესი დაადასტურეს და პირადი კონტაქტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამ დროისთვის დათვლილია ხმათა 93% და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 92.05% მიიღო.