თურქეთის მთავრობამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147-ი ადამიანი დააკავა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, დაკავების ოპერაცია ქვეყნის 33-ტ პროვინციაში ჩატარდა. გასულ თვეში სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 2-მა შეიარაღებულმა წევრმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც თურქეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა. პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა.