საქართელოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა მომავალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობაში წარმატება უსურვა. გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მისთვის უმთავრესი საკითხია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
მისივე თქმით, იმის საშუალება არსებობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს დაიწყოს, მაგრამ, როგორც ფიშერი აცხადებს, ამისთვის საჭიროა 9-ა ევრორეკომენდაციაზე პროგრესის მიღწევა.
მისივე თქმით, წელს დაგეგმილია არჩევნები ევროპარლამენტში, ასევე საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება და 9-ა ნაბიჯთან დაკავშირებით სწრაფი წინსვლა.