საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება - ამ წუთებში პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძისა და მისი სამთავრობო გუნდის მოსმენა მიმდინარეობს. კობახიძემ ქვეყანაში უკვე არსებული ტენდენციებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მან იმ რამდენიმე აქცენტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომას ოპოზიცია თითქმის მთლიანი შემადგენლობით ესწრება. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი გეგმა სუსტია და ის საზოგადოებას კონკრეტული პრობლემების მოგვარებას ვერ სთავაზობს.