ირაკლი კობახიძის გამოსვლას პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციაში კობახიძის სიტყვით გამოსვლას, „ტყუილში გახვეული ადამიანის“ მოხსენება უწოდეს. ამავდროულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ახალი სამთავრობო გუნდის არჩევის პროცესს ისტორიულს უწოდებენ. დღეს აღნიშნულ საკითხს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა. კიდევ რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები ამასთან დაკავშირებით.