არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს გაიხსნას, ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. მაგრამ ამისთვის საჭიროა ცხრა ნაბიჯზე პროგრესის მიღწევა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, წელს დაგეგმილია არჩევნები ევროპარლამენტში, ასევე საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება და ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სწრაფი წინსვლა.
„წელს კალენდარი მოკლეა, რადგან ზაფხულში ევროპარლამენტის არჩევნები გვექნება, ახალი კომისიის შექმნა, საქართველოში არჩევნები. ამიტომ მნიშვნელოვანია ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით სწრაფი წინსვლა. ვიმედოვნებთ, კარგი პარტნიორები ვიქნებით საქართველოს მთავრობისთვის, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ, რადგან ჩვენ ერთი და იგივე მიზანი გვაქვს“, - აღნიშნა ელჩმა.