დონალდ ტუსკი „რესპუბლიკელ“ სენატორებს უკრაინის დახმარების დაბლოკვაზე - რონალდ რეიგანი საფლავში ბრუნავს, გრცხვენოდეთ! - Palitra News

დონალდ ტუსკი „რესპუბლიკელ“ სენატორებს უკრაინის დახმარების დაბლოკვაზე - რონალდ რეიგანი საფლავში ბრუნავს, გრცხვენოდეთ!

2024-02-08 14:00:21+04:00

რონალდ რეიგანი საფლავში ბრუნავს, - პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ამერიკელი „რესპუბლიკელი“ სენატორები უკრაინის დახმარების დაბლოკვის გამო გააკრიტიკა.

„ძვირფასო ამერიკელო რესპუბლიკელო სენატორებო. რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებაში დაეხმარა, დღეს ნამდვილად საფლავში ბრუნავს. გრცხვენოდეთ!“ - წერს დონალდ ტუსკი X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატში მიგრაციის პოლიტიკის გაძლიერების კანონპროექტმა პროცედურული კენჭისყრისთვის საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო.

საუბარია 118 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვრის უსაფრთხოების კანონპროექტზე, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებასაც ითვალისწინებს.