მეწყრული პროცესი სურამში განვითარდა, რის გამოც აღნიშნული ტერიტორიიდან 10-მდე ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო - Palitra News

მეწყრული პროცესი სურამში განვითარდა, რის გამოც აღნიშნული ტერიტორიიდან 10-მდე ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო

2024-02-08 13:14:46+04:00

. მეწყრული პროცესი სურამშიც განვითარდა, რის გამოც აღნიშნული ტერიტორიიდან 10-მდე ოჯახის გაყვანა გახდა საჭირო. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე არსებულ ვითარებას დღეს გეოლოგები შეისწავლიან. ასევე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტები. მერიის ცნობით, მას შემდეგ რაც, გეოლოგები როგორც მომხდარს, ისე არსებულ რისკებს შეაფასებენ, შესაბამისი სახელმწიფო სამსახური, მეწყრული პროცესის აღმოსაფხვრელად იმოქმედებს.