ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. სოფელში ჩამოწოლილ მეწყერს მთლიანობაში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სამძებრო სამუშაოები შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ხორციელდებოდა.