ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მისვლაზე - წინა სხდომაზე ტანსაცმელი დამიწუნეს, რა გაცვიაო, პაპუაშვილმა მითხრა - იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს, ვნახოთ აბა, შარიანი კაცია - Palitra News

ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხით მისვლაზე - წინა სხდომაზე ტანსაცმელი დამიწუნეს, რა გაცვიაო, პაპუაშვილმა მითხრა - იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს, ვნახოთ აბა, შარიანი კაცია

2024-02-08 12:19:39+04:00

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართული ნაციონალური სამოსი იმიტომ ჩაიცვა, რომ წინა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩაცმულობა დაუწუნა.

„წინაზე დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვიაო მითხრა პაპუაშვილმა და რა ვიცი. დავითობაა დღეა და იმედია ჩოხა-ახალუხსაც არ იწუნებს. ხანჯალი სპეციალურად არც გამიკეთებია, უხერხულობა არ შემიქმნია შემოტანაზე. ვნახოთ, შეიძლება პაპუაშვილმა ან მასრები დამიწუნოს, ან ქამარი, ან ჩოხის კალთა. ვნახოთ აბა, შარიანი კაცია," - განაცხადა ელისაშვილმა.