ეკატერინე იმედაძემ და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს ბაზრის კომპლექსური კვლევა გააცნეს - Palitra News

ეკატერინე იმედაძემ და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს ბაზრის კომპლექსური კვლევა გააცნეს

2024-02-08 09:28:58+04:00

კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორებს ბაზრის კომპლექსური კვლევა გააცნეს. შეხვედრა საქართველოს მცირე და საშუალო ოპერატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე ძირითადი სასაუბრო თემები საქართველოში ინტერნეტზე არსებული მაღალი ფასები, ასევე, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრის გახსნა და ხარისხისა და სიჩქარის გაუმჯობესება იყო.