ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დე-ფაქტო პარლამენტში "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტი შეიტანა. განმარტებით დოკუმენტშია აღნიშნულია, რომ მისი მიღება აფხაზეთის ინტერესებსა და მის უსაფრთხოებას დაიცავს, ასევე შეუძლებელს გახდის ე.წოდებული სახელმწიფოსა და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოეთის ჩარევას. კანონპროექტის თანახმად, უცხოეთის აგენტად შეიძლება აღიარონ როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ისე ფიზიკური პირები. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი მათ პასუხისგებაში მისცემენ.