სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო. კონსულტაციების მიზეზი გახდა პრეზიდენტის ინიციატივაა საერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნის შესახებ. პირველი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც პრეზიდენტთან მივიდა, პარტია "ლელოს" იყო. გარდა ამისა, ზურაბიშვილთან აუდიენციაზე იმყოფებოდნენ ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, ასევე დეპუტატები - თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაციისთვის მსგავსი ტიპის ერთობა მნიშვნელოვანი და დროულია. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ამ პლათფორმაში ის ადამიანები ჩაერთვებიან, რომელთათვისაც ევროინტეგრაციაც და არჩევნებიც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავაისუფლებასთან არის დაკავშირებული. თავის მხრივ, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის გაერთიანების მიზნით სალომე ზურაბიშვილის მორიგი მცდელობა წარუმატებელი იქნება.