"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის" წარმომადგენელმა, ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუში“ განაცხადა, რომ მეწყერთან დაკავშირებით საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემა უნდა ჰქონდეს. მისივე თქმით, ასეთი სისტემის არსებობის შემთხვევაში, ადამიანებს მეწყრის ზონიდან დროულად გაიყვანდნენ. ჩხობაძის თქმით, სახელმწიფომ ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნაზე და კადრების გადამზადებაზე უნდა იზრუნოს, რადგან, როგორც თავად აცხადებს, სახეზეა კლიმატის ცვლილება.