ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა - ნაპოვნია 8 ცხედარი, ამ დროისთვის კიდევ 1 ადამიანს ეძებენ - Palitra News

ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა - ნაპოვნია 8 ცხედარი, ამ დროისთვის კიდევ 1 ადამიანს ეძებენ

2024-02-08 09:24:41+04:00

ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც 8 ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ დროისთვის კიდევ 1 ადამიანს ეძებენ.

სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილიც იმყოფებიან.