აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობას შვიდი კანდიდატი, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იღებდა. ქვეყანაში ხმის მიცემის პროცესი უკვე დასრულდა, წინასწარი შედეგები კი ცოტა ხანში გახდება ცნობილი. როგორ ვითარდებოდა ქვეყანაში დღის განმავლობაში მოვლენები, ნახეთ ნატალია თვაურის სიუჟეტში