საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს. ორბელიანების სასახლეში დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკვე იმყოფებოდა. ამის პარალელურად მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის ახალ წამოწყებას ისევ აკრიტიკებს და აცხადებს რომ ინიციატივის მიზანი ევროინტეგრაციის ხეშეწყობის ნაცვლად ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენებაა. ვინ მიიღო ზურაბიშვილის მიპატიჟება და ვისთვის აღმოჩნდა იდეა გაუგებარი, მერაბ პაპაშვილი გვეტყვის