საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს. მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტის წევრებს თავისი ხედვები და სმომავლო გეგმები გააცნო. როგორც დარჩიაშვილი აცხადებს, უწყების მთავარი მიზანი და ძალისხმევა ევროპასთან ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული. მან ასევე ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან მომავალ ურთიერთობებსა და ხაზი ევროპასა და აზიას შორის ეგრეთწოდებული შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობასაც გაუსვა. დარჩიაშვილის შეფასბით დამტკიცდა მთავრობის 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმოადგენს. დიპლომატმა ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება.