საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ახალ შემადგენლობას ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივი სხდომის ფორმატში უსმენენ. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა თავმჯდომარეობს. შეხვედრას არ ესწრებიან პარტია “ლელოსა” და “საქართველოსთვის” დეპუტატები. პრემიერ მინისრრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ახალი სამთავრობო პროგრამა დეპუტატებს უკვე წარუდგინა, ამის შემდეგ კი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კობახიძეს კითხვები დაუსვეს. რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება პრემიერობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლის დროს და რა კითხვები აქვთ დეპუტატებს კობახიძესთან, მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.