ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში  კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - Palitra News

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში  კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

2024-02-07 19:24:52+04:00

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად სულ 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 3 პირის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს, მათ შორის არიან ბავშვებიც. სტიქიის ზონაში საგანგებო რეჟიმში მუშაობა გრძელდება - ადგილზე მძიმე ტექნიკა და ათობით მაშველია მობილიზებული. სტიქიის ზონაში მთელი დღის განმავლობაში მუშაობს ჩვენი ჟურნალისტი სალომე ჯაფარიძეც, რომელიც უახლესი ინფორმაციით პირდაპირ ეთერში გვიერთდება