ევროკავშირი უკრაინას წლის ბოლომდე მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს - Palitra News

ევროკავშირი უკრაინას წლის ბოლომდე მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს

2024-02-07 18:25:36+04:00

2024 წლის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინას მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენი თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსი თავის შესაძლებლობებს აჭარბებს. წლის დასაწყისიდან ის 40%-ით გაიზარდა. შემიძლია დარწმუნებული ვიყო, რომ წლის ბოლომდე შემოწირულობების სახით [უკრაინისთვის] მიწოდებული საბრძოლო მასალის საერთო რაოდენობა 1 მილიონ 155 ათასზე მეტი იქნება. ეს საკმაოდ ზუსტი ციფრია”, - განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, აქამდე ბორელი ამბობდა, რომ მარტამდე ევროკავშირს უკრაინისთვის დაპირებული მილიონის ნაცვლად მხოლოდ 500 ათასზე ცოტათი მეტი საარტილერიო ჭურვის გადაცემა შეუძლია.