საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს. პირველი ვინც ორბელიანების სასახლეში მივიდა პარტია ლელოა. ერთიანი პლატფორმის შესახებ საკუთარი მოსაზრებები პრეზიდენტს პარლამენტის წევრმა, თეონა აქუბარდიამ გააცნო. მმართველი პარტია კი სალომე ზურაბიშვილის ახალ წამოწყებას ისევ აკრიტიკებს და აცხადებს რომ ინიციატივის მიზანი ევროინტეგრაციის ხეშეწყობის ნაცვლად ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენებაა. ვინ იღებს ზურაბიშვილის მიპატიჟებას და ვისთვის აღმოჩნდა იდეა გაუგებარი.