განახლებული მინისტრთა კაბინეტი ახალი პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მეთაურობით ოპოზიციურ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს იწყებს - ვინ აპირებს შეხვედრაზე დასწრებას - Palitra News

განახლებული მინისტრთა კაბინეტი ახალი პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მეთაურობით ოპოზიციურ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს იწყებს - ვინ აპირებს შეხვედრაზე დასწრებას

2024-02-07 15:17:12+04:00

განახლებული მინისტრთა კაბინეტი ახალი პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მეთაურობით ოპოზიციურ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს იწყებს. ირაკლი კობახიძე ახალ სამთავრობო პროგრამას ოპოზიციონერ დეპუტატებს წარუდგენს რის შემდეგაც მას უკვე დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. გაერთიანებულ კომიტეტებზე სამთავრობო პროგრამა და მინისტრობის კანდიდატები უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს. ვინ აპირებს შეხვედრაზე დასწრებას და რა მოლოდინი აქვთ დეპუტატებს.